ენცო ფერნანდესი ჩელსის ხელმძღვანელობით უკმაყოფილოა - მისი გადაბრეიბა პსჟ-ს სურს
„პარი სენ-ჟერმენი“ „ჩელსის“ ნახევარმცველ ენცო ფერნანდესის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
დღეს პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „პარკ დე პრენსზე“ სწორედ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.
როგორც L’Equipe წერს, პსჟ უკვე გარკვეული დროა ინტერესდება არგენტინელი ნახევარმცველით და მისი მდგომარეობა კვლავ აქტუალური გახდა, სწორედ იმ დღეს, როდესაც ლონდონური გუნდი პარიზს სტუმრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ენცო ფერნანდესს „ჩელსისთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, ის მაინც რჩება პსჟ-ს ერთ-ერთ სამიზნედ. ნახევარმცველს განსაკუთრებით ლუის ენრიკე აფასებს.
ფრანგული კლუბი ფიქრობს, რომ ენცოს გადაბირება შესაძლებელია, რადგან „ჩელსიში“ შექმნილი სიტუაცია გარკვეულ გაურკვევლობას იწვევს. გავრცელებული ინფორმაციით, ფერნანდესი უკმაყოფილო დარჩა მას შემდეგ, რაც კლუბმა მთავარი მწვრთნელი ენცო მარესკა გაათავისუფლა.
მარესკასა და ფერნანდესს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. იტალიელი სპეციალისტი არგენტინელის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვების შემდეგ გამართულ სადავო ზეიმთან დაკავშირებით კრიტიკის ქვეშ მოექცა.
ახალი წლის პირველ დღეს მარესკას გათავისუფლებამ ფერნანდესი იმედგაცრუებული დატოვა და მან უკვე დაიწყო ფიქრი საკუთარ მომავალზე „ჩელსიში“.