მანჩესტერ სიტი, როდრი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

რეალმა 60 მილიონი გაამზადა - ზაფხულში როდრი პრიორიტეტი იქნება

ტონი კროოსის და ლუკა მოდრიჩის წასვლის შემდეგ, რომ მადრიდის რეალის დაცვაში პრობლემებია ეს ახალი არავისთვის არის.

სამეფო კლუბმა ვერაფრით მოახერხა ამ ორი ლეგენდარული ფეხბურთელის ჩანაცვლება. ესპანური მედია კი შესაძლო ახალ ტრანსფერზე წერს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში მადრიდულ გრანდს როდრის უკავშირებდნენ. დღეს კი ვიგებთ, რომ რეალმა მისი ტრანსფერისთვის 60 მილიონი ევრო გამოყო.

ბლანკოსში თვლიან, რომ 29 წლის ფეხბურთელი ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

რორდის მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურება და ჯერჯერობით გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

ბოლო პერიოდში, მანჩესტერში მისი თამაშით ბოლომდე კმაყოფილები არ არიან. მძიმე ტრავმის შემდეგ, როდრიმ ფორმის ბოლომდე აღდგენა ვერ მოახერხა და უკმაყოფილებას სწორედ ეს იწვევს.

ჯერჯერობით უცნობია თავად ფეხბურთელის პოზიცია, თუმცა ერთი რამ ნათელია. ესპანელი კონტრაქტის გახანგრძლივებას ჯერ არ ჩქარობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები