ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

მესის 899-ე გოლი - ინტერ მაიამიმ დისი იუნაიტედს მოუგო

MLS-ის მორიგ ტურში მოქმედი ჩემპიონი ინტერ მაიამი დისი იუნაიტედს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-17 წუთზე როდრიგო დე პოლმა გახსნა, რასაც ზუსტად 10 წუთში ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ უპასუხა და სხვაობა ორამდე გაიზარდა. პირველი ტაიმი დევიდ ბექჰემის გუნდმა 2:0 მოიგო.

მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ და 75-ე წუთზე ბარიბომ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დარჩენილ დროში დისი იუნაიტედმა წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში 899-ე ოფიციალური გოლი გაიტანა და 900 ნიშნულამდე მხოლოდ ერთი გოლი აკლია.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ინტერ მაიამის 6 ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება მესის, 8 ოქროს ბურთის მფლობელმა მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. შემდეგ ტურში ინტერ მაიამი შარლოტს ესტუმრება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები