ბუდუს სრული მატჩი | ჰაიდენჰაიმი ჰოფენჰაიმთან დამარცხდა
ბუნდესლიგის 25-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „ჰოფენჰაიმთან“ დამარცხდა (2:4). ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა და პირველ ტაიმში სახიფათო მომენტიც შეექმნა, თუმცა ზივზივაძის დარტყმა მცველმა დაბლოკა.
ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ისგან 6.6-იანი შეფასება დაიმსახურა მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 3 დარტყმა, 1 დაბლოკილი დარტყმა, 47 შეხება ბურთთან, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 25-დან 18 ზუსტი პასი (72%), 1 ვარდნა, 11-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა და 8-დან 3 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.
ზივზივაძის გამორჩეული მომენტები
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიში 26-ე წუთზე ალექსანდერ პრასმა გასხნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი დუბლიც გაიფორმა. 49-ე წუთზე ფისნიკ ასლანიმ სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 63-ე წუთზე ლუკა კერბერმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მე-78 წუთზე ტიმ ლემპერლემ „ჰოფენჰაიმის“ მეოთხე გოლი გაიტანა. 84-ე წუთზე დუბლი კერბერმაც გაიფორმა, მაგრამ ეს „ჰაიდენჰაიმის“ მაქსიმუმი აღმოჩნდა - 2:4.
25 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩს ზივზივაძის გუნდი 14 მარტს სტუმრად, „აინტრახტის“ წინააღმდეგ გამართავს.