ლუკა ლოჩოშვილი, ნიურნბერგი
Aa
Aa

ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა - ნიურნბერგი დიუსელდორფთან დამარცხდა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ „დიუსელდორფს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში ტრადიციულად სასტარტოში იყო ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და თავისი გუნდის დაცვის ხაზში ყველაზე გამორჩეულიც იყო.

მიროსლავ კლოზეს გუნდი ამჯერად მეტოქესთან აშკარად დაიჩაგრა - სტუმრებმა მეტი მომენტი შექმნეს და უფრო მწვავედაც უტევდნენ, რაც საბოლოოდ ტაბლოზეც აისახა.

მოსალოდნელი გოლის ინდექსი „დიუსელდორფს“ 2.10 ჰქონდა, „ნიურნბერგს“ კი 0.61. გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი 53-ე წუთზე აპელკამფპი გახდა.

ამ მარცხის შემდეგ, ლოჩოშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში მათი მეტოქე „ჰოლშტეინ კილი“ იქნება. მატჩი 14 მარტს 16:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები