16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
გიორგი ჩიტაურის 16-წლამდე ნაკრებმა, 6 და 7 მარტს, მოლდოვის ქალაქ ვადულ-ლუი-ვოდეში მდებარე მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა.
პირველ მატჩში, ჩვენი გუნდი მეტოქესთან მინიმალური სხვაობით - 2:1 დამარცხდა, სადაც თავი 58-ე წუთზე ნიკოლოზ სახვაძემ გამოიჩინა, რომელმაც სხვაობის შემცირება თერთმეტმეტრიანით შეძლო. მეორე შეხვედრა კი ჩვენმა ასაკობრივმა 2-ბურთიანი სხვაობით მოიგო - 0:2.
შეხვედრაში ანგარიში 42-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, ანდრია ფოცხვერიამ გასნა, ხოლო მატჩის მიწურულს 85-ე წუთზე, ნიკოლოზ სახვაძემ თავის გამოჩენა მეორე შეხვედრაშიც შეძლო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, შემოდგომაზე 17-წლამდე ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, სადაც 3-გუნდიან ჯგუფში - ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.
nakrebi.ge