ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

მეკარემ რთული ბურთი აუღო | იეგოიანის ექსელსიორის საშინაო მარცხი

ნიდერლანდების ერედივიზიეში ექსელსიორი შინ იგლზთან 0:1 დამარცხდა. ექსელსიორმა ზედიზედ მესამე მატჩი დათმო, 25 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი იეგოიანმა ითამაშა, 90-ე წუთზე შეცვალეს. პირველ ტაიმში პასიური იყო, მეორე ტაიმში გააქტიურდა. 53-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კარისკენ ძლიერად დაარტყა, თუმცა მეკარემ მოიგერია. მისი დღევანდელი თამაშიდან ყველაზე მეტად ეს მომენტია გამოსარჩევი.

 

ექსელსიორის ქართველი ლიდერი მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურ გუნდში სხვადასხვა გამოცემების მიხედვით არაერთხელ ვიხილეთ (ეს მისი სადებიუტო სეზონია უმაღლეს ლიგაში). პირველად მე-13 ტურში მოხვდა, როცა აიაქსს სტუმრად მოუგეს (Voetbalprimeur-ის ვერსიით), მეორედ მე-17 ტურში, როცა ზვოლესთან გამარჯვების გოლი გაიტანა (Voetbalprimeur-სა და ESPN-ის ვერსიით), მესამედ 21-ე ტურში აიაქსთან ფრედ დასრულები მატჩის შემდეგ (ESPN-ისა და Telegraaf-ის ვერსიით), მეოთხედ ბრედასთან გატანილი საოცარი გოლის შემდეგ (ESPN-ისა და Telegraaf-ის ვერსიით). ასევე, Sterren van Kralingen (კრალინგენის ვარსკვლავები) საფეხბურთო კლუბ ექსელსიორის მიერ დაწესებული ჯილდოა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა. ირაკლიმ ეს პრიზიც მიიღო, როცა მისი გოლით ზვოლე დაამარცხეს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ერედივიზიეში 22 მატჩი ჩაატარა, 22-დან ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, 22-დან 19-ში 90 წუთი ითამაშა. მის აქტივში 6 საგოლე მოქმედებაა, 4 გოლი და 2 საგოლე პასი. პლუს ერთი მატჩი ნიდერლანდების თასზე, სკამზე იჯდა, თუმცა ცვლილებაზე გამოვიდა და 74 წუთი ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პენალტი მოიგერია | გუგეშაშვილის ბრწყინვალე დებიუტი ატრომიტოსში
პენალტი მოიგერია | გუგეშაშვილის ბრწყინვალე დებიუტი ატრომიტოსში