ლამი: რიბერის ნაადრევად ჩამოწერა უდიდესი შეცდომაა
Aa
Aa

ლამი: რიბერის ნაადრევად ჩამოწერა უდიდესი შეცდომაა

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა, ფილიპ ლამმა იმედი გამოთქვა, რომ „რეკორდმაისტერის“ ფრანგი შემტევი, ფრენკ რიბერი ტრავმებისგან საბოლოოდ განთავისუფლდება და გუნდს წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.

„რიბერის ნაადრევად ჩამოწერა უდიდესი შეცდომაა. ჩვენ ყოველთვის მის გვერდით ვართ და მუდმივად ვამხნევებთ. ის საკმაოდ მოტივირებულია და ეჭვიც არ მეპარება, რომ მოედანზე დაბრუნდება და ისეთ ფეხბურთს ითამაშებს, როგორიც მას ჩვევია“ - განაცხადა ფილიპ ლამმა „Sport Bild”-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ რიბერიმ ფეხის ტრავმა დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ, 2014/15 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ განმეორებითი მერვედფინალური მატჩის დროს მიიღო. აღნიშნული მატჩი „ბაიერნმა“ 7-0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები