იურგენ კლოპი, უნაი ემერი, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: რეალმა შიდა მოლაპარაკებები გამართა, არბელოას დრო ექნება

ფაბრიციო რომანომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ გუნდს სათავეში ალვარო არბელოა ჩაუდგა, თუმცა მისი მუშაობით ჯერჯერობით მოხიბულული არავინაა.

მადრიდულ კლუბს უკავშირებენ იურგენ კლოპს და „ასტონ ვილას“ თავკაც უნაი ემერის. ბოლო დღეებში ეს ორი გვარი „ლოს ბლანკოსის“ ირგვლივ ყველაზე ხშირად ისმის.

„ბევრი კითხვა გაჩნდა უნაი ემერისა და „რეალის“ შესახებ. ერთ რამეს განვმარტავ – „რეალს“ ახალი მწვრთნელის შერჩევის პროცესი ჯერ არ დაუწყია. ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

კლუბი ალვარო არბელოას მისცემს შანსს, რომ სეზონის ბოლომდე „რეალის“ მწვრთნელის პოსტზე იმუშაოს. აშკარაა, რომ დასაწყისი არ ყოფილა შთამბეჭდავი, განსაკუთრებით ესპანეთის თასებსა და ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ლა ლიგაში საქმეები საკმაოდ კარგად მიდის. ასე რომ, მას დრო ექნება.

უნაი ემერის, იურგენ კლოპისა და სხვა კანდიდატების შესახებ მსჯელობა იყო, მაგრამ მხოლოდ კლუბის შიგნით. ამჟამად ისინი ცდილობენ გაარკვიონ, ვინ შეიძლება მოხვდეს კანდიდატთა „შორტ-ლისტში“ (მოკლე სია) იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში ახალი მწვრთნელის დანიშვნას გადაწყვეტენ. ემერი, კლოპი და ბევრი სხვა სპეციალისტი „რეალში“ პოტენციურ კანდიდატებად განიხილებოდნენ, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ საწყისი ეტაპია - უბრალოდ შიდა დისკუსიები.

ზაფხულის პოტენციური გეგმა ჯერ დამტკიცებული არ არის და არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. უნაი ემერი სრულად არის კონცენტრირებული „ასტონ ვილაზე“. ზაფხულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა მოხდება“.

- განაცხადა რომანომ თავის იუთუბ-არხზე საუბრისას.

მსგავსი სიახლეები