უდინეზე, გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

Messaggero Veneto: გოგლიჩიძე შესაძლოა უოტფორდში გადავიდეს

„უდინეზეს“ ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე შესაძლოა გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდეს. იტალიური გამოცემა „მესაჯერო ვენეტო“ წერს, რომ ქართველი მცველის გადაბირებით ჩემპიონშიფში მოასპარეზე „უოტფორდია“ დაინტერესებული.

გამოცემის ინფორმაციით, „უდინეზე“ ხორვატიული „ჰაიდუკიდან“ 18 წლის მცველს, ბრანიმირ მლაჩიჩს იმატებს, საბა კი შესაძლოა ნისლიანი ალბიონისკენ გაეშუროს.

„მლაჩიჩით „დორტმუნდი“, „მარსელი“ და „ბარსელონაც“ არიან დაინტერესებულები, „ინტერმა“ კი „ჰაიდუკს“ 5.5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა „უდინეზეს“ კარგი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელი აგენტთან, ფალი რამადანისთან და სწორედ ამ ფაქტორის გამოყენებით აპირებს კოსტა რუნიაიჩის გუნდი კონკურენციის მოგებას“ - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უდინიზეს და უოტფორდს ერთი მფლობელი - ჯამპაოლო პოცო ჰყავთ, რაც პოტენციური მოლაპარაკებების პროცესს გაამარტივებს.

21 წლის გოგლიჩიძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 მატჩია, ქართველი მცველი უდინეზეს გასული წლის ზაფხულში, 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ემპოლიდან“ შეუერთდა. Transfermarkt-ის შეფასებით, გოგლიჩიძის საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორედ ამის გამოა, რომ რაც დრო გადის, უფრო კარგად თამაშობს...“ - მარსელინო მიქაუტაძეზე
„სწორედ ამის გამოა, რომ რაც დრო გადის, უფრო კარგად თამაშობს...“ - მარსელინო მიქაუტაძეზე