შემოვიდა და ტრავმა მიიღო - ტაბატაძემ 5 წუთიც ვერ ითამაშა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურში, იური ტაბატაძის „კადისი“ სტუმრად „ალბასეტეს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დამარცხა.
ქართველი შემტევი სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც მასპინძლებმა გოლი გაიტანეს. სამწუხაროდ, ტაბატაძემ მოედანზე ხუთი წუთიც ვერ გაატარა. 65-ე წუთზე, 25 წლის ფეხბურთელი მეტოქისთვის ბურთის წართმევას ცდილობდა და მარცხენა ფეხი გაზონზე ცუდად დადგა, რის გამოც ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
იური ტაბატაძის მდგომარეობა ჯერჯერობით, უცნობია და იმედი გვაქვს, რომ დაზიანება მძიმე არ იქნება.
22 ტურის შემდეგ, „კადისი“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-7 პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას 24 იანვარს, საკუთარ მოედანზე ლუკა გაგნიძის „გრანადას“ წინააღმდეგ გამართავს.