„ჩემზე პირადი თავდასხმები ხორციელდებოდა“ | გადრანმა ყოფილი კლუბი გააკრიტიკა
„ბეითარ იერუსალიმის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა გადრანმა, ყოფილი კლუბი გააკრიტიკა. 28 წლის მცველმა განაცხადა, რომ „ქაირათში“ ფეხბურთელებს პატივს არ სცემენ და არ აინტერესებს, ყაზახურ კლუბს რა ბედი ეწევა.
„მე ნამდვილად არ მაინტერესებს, ქაირათი ჩემპიონთა ლიგაზე რას იზამს. კლუბში ჩემ მიმართ პირადი თავდასხმები ხორციელდებოდა და ქაირათში არ იციან, ფეხბურთელებს პატივი როგორ უნდა სცენ. იქ ყოფნისას კინაღამ კარიერა დავასრულე.
ახლა საკუთარ ასპარეზობაზე ვარ ორიენტირებული, რათა კარგ სათამაშო ფორმას დავუბრუნდე. ისრაელში ჯერ არც ერთი მატჩი არ წამიგია და ჩემი გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერია. აქ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან იციან, ფეხბურთელებს პატივი როგორ უნდა სცენ.“
ცნობისთვის, „ბეითარ იერუსალიმში“ ლუკა გადრანმა 14 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 შედეგიანი გადაცემაა. გადრანის გუნდს 45 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „ჰაპოელ ბეერ შევას“ 3 ქულით უსწრებს.