ბრაჰიმ დიასი
Aa
Aa

„სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“ | ბრაჰიმმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

აფრიკის თასის ფინალში ტურნირის მასპინძელი მაროკო სენეგალთან 0:1 დამარცხდა. შეხვედრის მიწურულს ბრაჰიმ დიასს შეეძლო, გოლი გაეტანა და პენალტი შეეგდო, მაგრამ „რეალის“ ფეხბურთელმა პანენკა დაარტყა, რომელიც ედუარდ მენდიმ აუღო.

მარცხის შემდეგ ბრაჰიმმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა:

ყველაფრით ვიბრძოლე, რაც მქონდა, მაგრამ გუშინ იმედი გაგიცრუეთ და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. მთელი გულით ბოდიშს გიხდით. ამ სიტუაციიდან გამოსვლა ჩემთვის ურთულესი იქნება, რადგან ეს ჭრილობა მარტივად ვერ შეხორცდება... მაგრამ ვეცდები...

ვეცდები არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ ადამიანების გამოც, რომლებსაც ჩემი სჯერათ და ჩემთან ერთად იტანჯებიან. წინსვლას მანამ გავაგრძელებ, სანამ არ შემეძლება, რომ თქვენი სიყვარული დაგიბრუნოთ და მაროკოელი ხალხის სიამაყის საფუძველი გავხდე.“

ცნობისთვის, მატჩის ერთადერთი გოლი დამატებით დროში გავიდა. სენეგალმა პაპა გეის მიერ შეგდებული ბურთით მოიგო და აფრიკის თასის გამარჯვებული მეორედ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა ფლიკის შემდეგ - კატალონიელები 2 კანდიდატს განიხილავენ
ბარსელონა ფლიკის შემდეგ - კატალონიელები 2 კანდიდატს განიხილავენ