მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

ბარსელონა და ჟირონა ტერ შტეგენის იჯარაზე შეთანხმდნენ | რომანო

„ბარსელონას“ მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კარიერას იჯარის წესით „ჟირონაში“ გააგრძელებს.

ცნობილი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა გერმანელი გოლკიპერის მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარაზე ზეპირი შეთანხმება უკვე დადეს.

მანამდე ტერ შტეგენმა ტრანსფერზე თანხმობა თავად განაცხადა. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად ამ კვირაში გაფორმდება.

მიმდინარე სეზონში ტერ შტეგენმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - ესპანეთის თასზე „გვადალახარას“ წინააღმდეგ (2:0).

შეგახსენებთ, რომ გერმანელი გოლკიპერი „ბლაუგრანაში“ 2014 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 423 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 176 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე ტერ შტეგენის საბაზრო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რომ არა პსჟ და მისი მეპატრონე“ - კასანომ ლიგა 1 დაამცირა
„რომ არა პსჟ და მისი მეპატრონე“ - კასანომ ლიგა 1 დაამცირა