იურგენ კლოპი
Aa
Aa

კლოპის განცხადებით, არ აპირებს სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

იურგენ კლოპმა, კვლავ განაცხადა, რომ სამწვრთნელო სამუშაოსთან დაბრუნება მის გეგმებში არ შედის.

„ვიცი, რომ შემიძლია ფეხბურთის გუნდის გაწვრთნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით სიცოცხლის ბოლო დღემდე უნდა ვიყო დაკავებული. მინდოდა რაიმე სხვა გამეკეთებინა. Red Bull-მა მომცა შესაძლებლობა მეპოვა როლი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ სრულად მაკმაყოფილებს ის ადგილი, სადაც ვიმყოფები. სხვაგან ყოფნა არ მსურს. გავიცანი ბევრი ადამიანი, ვისაც აქამდე არ ვიცნობდი, დავესწარი უამრავ საქმიან შეხვედრას და ვისწავლე ისეთი სიტყვები, რომლებიც ადრე არ ვიცოდი. ეს კარგი დრო იყო. ერთ წელიწადში ხუთი წლის გამოცდილება შევიძინე“, - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლოპი მზადაა, რეალი ან გერმანიის ნაკრები ჩაიბაროს.

ამჟამად იურგენი Red Bull-ის ფეხბურთის მიმართულების გლობალური ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.

გეტყვით ასევე, კლოპი ბოლოს „ლივერპულს“ წვრთნიდა. გერმანელი „წითლებს“ სათავეში 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაუდგა და კლუბს 8 ტიტული მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ კარგი თამაში არ კმარა“ - ქეცბაიას გუნდი ლიდერთან დამარცხდა
„მხოლოდ კარგი თამაში არ კმარა“ - ქეცბაიას გუნდი ლიდერთან დამარცხდა