Sofascore - ცნობილია ვილიარეალის ფეხბურთელების შეფასება
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ბეტისს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. მიქაუტაძემ 90 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარემ მოიგერია.
მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა ვილიარეალის ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
„ჟუნიორი(7.8), ნავარო(6.6), ფოიტი(6.2), ვეიგა(6.8), პედრასა(7.4), მოლეირო(6.3), პარეხო(6.6), კომესანია(6.1), ბუშანანი(6.0), მორენო(7.1), მიქაუტაძე(6.4).
ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, ვილიარეალს 41 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ყვითელი წყალქვეშა ნავი მადრიდის რეალს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 24 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.
რაც შეეხება ჟორჟს, მას ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 ჩატარებულ შეხვედრაში, 5 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.