გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეტაძის 90 წუთი - უოტფორდი კონკურენტთან დამარცხდა

ინგლისის ჩემპიონშიფის 27-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ შინ თანაქალაქელ „მილუოლთან“ მნიშვნელოვანი მატჩი დათმო - 0:2.

„მილუოლი“ მე-4 პოზიციაზე იმყოფებოდა, ხოლო „უოტფორდი“ მე-6. ორივე ლონდონური კლუბი პრემიერლიგაში აღზევებისთვის იბრძვის და ამ სამ ქულას დიდი ფასი ჰქონდა.

სტუმრებმა მთელი მატჩი დამაჯერებლად ჩაატარეს და დამსახურებულადაც მოიგეს.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, გიო სასტარტოში იმყოფებოდა და 90 წუთიც ითამაშა, თუმცა მოედანზე განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა, ისევე როგორც მთლიანად მისმა გუნდმა. ხავი გრასიას გუნდს საკმაოდ სუსტი მატჩი ჰქონდა.

„უოტფორდს“ 27 ტურის შემდეგ 41 ქულა დარჩა და სავარაუდოდ ტურის დასრულების შემდეგ, საპლეიოფო ექვსეულიდან ჩამოქვეითდება, თუმცა სხვაობა მაინც მინიმალური იქნება.

რაც შეეხება 28-ე ტურს, ლონდონელები 21 იანვარს „პორტსმუთს“ უმასპინძლებენ. მატჩი ჩვენი დროით 23:5-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები