თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო | ბარსელონა ელ კლასიკოში 19 ქულით დამარცხდა

თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. ევროლიგის ეგიდით, ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „რეალს“ დაუპირისპირდა და „ელ კლასიკოში“ უშანსოდ, 19 ქულით დამარცხდა — 61:80.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 21 წუთი და 16 წამი გაატარა. თორნიკემ 10 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბურთი ორჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა.

„ბარსელონას“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული შენგელიას გარდა მხოლოდ ნიკოლას ლაპროვიტოლამ და დარიო ბრისუელამ გადალახეს. ლაპროვიტოლას 12 ქულა ჰქონდა, ბრისუელას — 13. „რეალის“ რიგებში საუკეთესო უსმან გარუბა იყო — 16 ქულა, 3 მოხსნა.

ცნობისთვის, „ბარსელონას“ 14 მოგება და 8 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს. „ბლაუგრანას“ მომდევნო შეხვედრა 18 იანვარს „სან პაბლო ბურგოსის“ წინააღმდეგ ელის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები | კრიშტიანუ პირველია, მესი - მესამე
    ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები | კრიშტიანუ პირველია, მესი - მესამე