გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

ქოჩორაშვილმა მეტოქეს წითელი მიაღებინა | სპორტინგმა კასა პიას მოუგო

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგმა“ საკუთარ მოედანზე „კასა პიას“ მოუგო - 3:0.

ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში მხოლოდ 83-ე წუთზე ჩაერთო. 89-ე წუთზე „კასა პიას“ გვინეაბისაუელმა ლეგიონერმა, კლაუდიო მენდეშმა ქართველ ფეხბურთელს ხელი თავში ჩაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. 

ქოჩორაშვილმა Sofascore-ისგან 6.7-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 19 შეხება ბურთთან, 1 არაზუსტი ჩაწოდება, 16-დან 14 ზუსტი პასი (88%) და 2-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა. მეტოქეს ორჯერ დაარღვევინა წესები და სამჯერ დაკარგა ბურთი.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიში 38-ე წუთზე ჯენი კატამომ გახსნა, 5 წუთში კი დუბლი გაიფორმა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, მეორე ტაიმში კი შეცვლაზე შესულმა დანიელ ბრაგანსამ მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

18 ტურის შემდეგ „სპორტინგი“ 45 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „პორტუს“ 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს ქოჩორას გუნდი 20 იანვარს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გამართავს - მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ“ - რასინგის მწვრთნელი ახალწვეულებზე
„ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ“ - რასინგის მწვრთნელი ახალწვეულებზე