გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

იტალიური მედია: “კვერნაძის მონცასთან თამაში საეჭვოა“

იტალიური მედიის ინფორმაციით, გიორგი კვერნაძემ გუნდის ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია შეძლებს, თუ არა ის ფროზინონეს დახმარებას მომავალ მატჩში.

ამ საკითხთან დაკავშირებით, TuttoFrosinone გვამცნობს:

„შაბათის შუადღისთვის დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ფროზინონეს ბანაკში შეშფოთება მატულობს. ფროზინონეს მზადება მონცასთან მატჩისთვის, რომელიც U-Power Stadium-ზე გაიმართება, გიორგი კვერნაძის ფიზიკური მდგომარეობის გამო უსიამოვნოდ დასრულდა. ქართველმა ტალანტმა ბოლო საწვრთნელი სესია ნაადრევად დატოვა და ახლა მისი ამ მნიშვნელოვან მატჩში მონაწილეობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კლუბის სამედიცინო შტაბი ფეხბურთელის მდგომარეობას ყოველდღიურად დააკვირდება. პრობლემის ზუსტი მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ ეტაპზე კვერნაძის შაბათის შეხვედრაში თამაში ეჭვქვეშ დგას.

ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში არაერთხელ დაამტკიცა, რომ მეტოქის დაცვის გარღვევა შეუძლია თავისი არაპროგნოზირებადი დრიბლინგით, მწვრთნელის ტაქტიკურ გეგმაში ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ითვლება.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვერნაძემ ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები