საბა საზონოვი
Aa
Aa

განაცხადში ვერ მოხვდა | ტორინოს საზონოვის გაშვება გადაწყვეტილი აქვს

იტალიის თასის მერვედფინალში საბა საზონოვის „ტორინო“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომას“ დაუპირისპირდა. „გრანატამ“ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა და 90-ე წუთზე გატანილი გოლით 3:2 გაიმარჯვა.

ქართველი ფეხბურთელი განაცხადში ვერ მოხვდა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „ტორინოს“ დატოვებს. „გრანატას“ აღმასრულებელი დირექტორი ჯანლუკა პეტრაკი Sport Mediaset-ს ესაუბრა და მიგვანიშნა, რომ საზონოვის გაშვება დროის ამბავია.

„საზონოვი, ნკუნკუ და ასლანი ტრანსფერზე არიან დაყენებულნი და განაცხადში ამის გამო ვერ მოხვდნენ. იმისთვის, რომ ახალი ფეხბურთელი შევიძინოთ, ჯერ ვინმე უნდა გავყიდოთ. იანვრის ფანჯარა ამიტომაც არის რთული“, — განაცხადა პეტრაკიმ.

იტალიურ პრესაში საბა საზონოვის მსურველებზე არაფერი იწერება. წარსულში ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით „ხეტაფე“ ინტერესდებოდა და გარიგების დახურვასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა. საბას „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 1.3 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარი სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე
„პარი სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე