Aa
Aa

ყაზაიშვილის ბრწყინვალე სტარტი - 2 გოლი 2 შეხვედრაში

MLS-ის მე-2 ტურში ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" სტუმრად "კანზას სიტის" დაუპირისპირდა და ხუთგოლიან თრილერში 2:3 დამარცხდა.

34-ე წუთზე, როცა "სან ხოსე" 0:1-ს აგებდა, ანგარიში ვაკომ გაათანაბრა. თანაგუნდელის ჩაწოდებული ბურთი ყაზაიშვილმა თავით კარისკენ გადაგზავნა, თუმცა ის მცველმა დაბლოკა, საბოლოოდ დასწრებაზე ვაკომ ყველას აჯობა და ტაბლოზე 1:1 დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა შემტევმა მეორე მატჩიც მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა.

ყაზაიშვილს ჩემპიონატის სტარტზე მშვენიერი სტატისტიკა აქვს - 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.

"სან ხოსე" მომდევნო მატჩს 1 აპრილს საკუთარ მოედანზე "ნიუ იორკ სიტის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები