ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მსურველები გამოუჩნდნენ | მექვაბიშვილმა შესაძლოა კრაიოვა დატოვოს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შესაძლოა, გუნდი კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა გამოიცვალოს. რუმინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, არის შანსი ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას რიგები დატოვოს.

Digisport-ის ჟურნალისტი, ემანუელ როშუ წერს, რომ მექვაბიშვილს რამდენიმე მსურველი ჰყავს. ანზორის გადაბირებით რუსეთის ჩემპიონატისა და MLS-ის წარმომადგენლები ინტერესდებიან, მაგრამ კრაიოვას ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია.

როშუს მიხედვით, რუმინული კლუბი მექვაბიშვილის გასხვისების წინააღმდეგი არ არის. თუ კრაიოვას სარფიანი წინადადება გაუკეთეს და შეთავაზებამ ფეხბურთელიც დააკმაყოფილა, გარიგება ოფიციალურად დაიხურება.

Crystalsport-ის ცნობით მექვაბიშვილი რუსეთის ვარიანტს არ განიხილავს და აქცენტს MLS-ზე აკეთებს. არის შანსი, ანზორმა კარიერა აშშ-ში გააგრძელოს. მას კრაიოვასთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას ორმაგი დუბლი, ჩატენვები, ბლოკები და ჩაჭრები - ორლანდომ დიდ ბრძოლაში მოიგო
გოგას ორმაგი დუბლი, ჩატენვები, ბლოკები და ჩაჭრები - ორლანდომ დიდ ბრძოლაში მოიგო