ბარსელონა, ჟოან ლაპორტა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ატლეტიკო მეტს იმსახურებდა“ - ლაპორტა რეალთან მატჩის წინ

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს ბარსელონა და რეალი დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ, ბლაუგრანას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ლაპორტა:

„ძალიან გვსურს ამ ტიტულის მოგება. ფინალში დამსახურებულად გავედით. ყველას გვინდა, რომ 2026 წელი ტიტულით დავიწყოთ. როდესაც სუპერ თასს ვიგებთ, როგორც წესი შემდეგ სხვა ტიტულებსაც ვიგებთ ხოლმე. ეს სეზონის ტონს განსაზღვრავს. ძალიან კონცენტრირებულები ვართ.

ფინალში ფავორიტი არ არსებობს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ორივე გუნდს თავისი ძლიერი მხარეები აქვს. ჩვენი გუნდური სული მეტოქისაზე უკეთესია, თუმცა მათ გამარჯვების უნარი აქვთ, რაც ნახევარფინალში მკაფიოდ გამოჩნდა. ვფიქრობ, ატლეტიკო ბევრად მეტს იმსახურებდა.

მადრიდის რეალთან ურთიერთობა მთლიანად გაფუჭებულია. არსებობს რამდენიმე პრობლემა, რამაც დაგვაშორა. ისტორიულად ჩვენ უდიდესი მტრები ვიყავით, მაგრამ ახლა სიტუაცია კიდევ უფრო მწვავეა. ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა არ გვაქვს. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, თუ ჩართული მხარეები სწორ დასკვნებს გამოიტანენ.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ერთი ელ კლასიკო უკვე გაიმართა. სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე რეალმა 2:1 მოიგო. სუპერ თასის ფინალი 11 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კამიკაძეები არ ვართ“ - ალონსომ მბაპეს მზადყოფნაზე ისაუბრა
„კამიკაძეები არ ვართ“ - ალონსომ მბაპეს მზადყოფნაზე ისაუბრა