ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკო ტრავმირებულია | სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-19 ტურში „სენტ-ეტიენი’’ „კლერმონს’’ მიიღებს. სავარაუდოდ, აღნიშნულ მატჩს მასპინძელთა ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი გამოტოვებს, რომელმაც მე-18 ტურში, „ლე მანთან'' მცირე ტრავმა მიიღო.

როგორც ფრანგული გამოცემა Envertetcontretou-ი წერს, „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელი „მწვანეებს“ მომავალ შაბათს, 17 იანვარს „ჟოფრუა გიშარზე“, ლიგა 2-ის განახლებისას ძალიან დააკლდებათ. 

„სენტ-ეტიენის'' მთავარი მწვრთნელის, ეირიკ ჰორნელანდის კომენტარი: „ზურიკო დავითაშვილმა ტრავმა გასულ კვირას, „ლე მანთან“ მატჩის დროს, დარტყმისას მიიღო. ის მცირე პერიოდს გამოტოვებს. ვფიქრობ, „კლერმონთან“ თამაშისთვის მზად ვერ იქნება.“

ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 24 წლის ქართველმა შემტევმა 16 მატჩში 9 საგოლე მოქმედება დააგროვა, 8 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში ლიდერებს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება. გარდა ამისა საფრანგეთის თასზე „ნიცას'' გაუტანა.

შეგახსენებთ, დავითაშვილი ლისაბონის „ბენფიკას'', „ევერტონს'', „ფენერბახჩესა'' და „ბეშიქთაშს'' დაუკავშირეს. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაა, სეზონის ბოლომდე ლიგა 2-ის კლუბში დარჩება თუ კარიერას უფრო მაღალ დონეზე გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„როცა მისი თამაში ვნახე, რიბერი გამახსენდა“ | სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„როცა მისი თამაში ვნახე, რიბერი გამახსენდა“ | სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა