ჩელენჯ თასი | წლის პირველი მატჩისთვის შავი ლომის შემადგენლობა ცნობილია
ქართული გუნდებიდან 2026 წელს პირველ თამაშს „შავი ლომი“ გამართავს. ჩელენჯ თასის მესამე ტურში ის საფრანგეთში „ტოპ 14-ის“ გუნდს, „მონტობანს“ შეერკინება.
ქალაქ მონტობანის „სტად საპიაკზე“ შეხვედრა საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება. გუნდებმა აქამდე გამართული თამაშები დათმეს და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით უქულოდ არიან.
„კონახტთან“ ირლანდიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, „შავი ლომის“ სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. ხაზში შალვა აფციაურის ნაცვლად, რომელმაც მარქაფაში გადაინაცვლა, თამაშს გამოცდილი სანდრო თოდუა იწყებს. მეორე ფრთა აკაკი ტაბუცაძე იქნება, ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემურ თაფლაძე შეწყვილდებიან, ფულბეკის პოზიციაზე კი ლუკა თაყაიშვილს ვიხილავთ. უცვლელია ღერძი — თენგიზ პერანიძე და ლუკა ცირეკიძე.
შერკინებაში შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს ვასილ კაკოვინი და გიორგი ჩხარტიშვილი იწყებენ. კვლავ დამწყებთა შორისაა კვაჭი ირაკლი ქვათაძე. უცვლელი დარჩა მეორე და მესამე ხაზი; მეორე ხაზში გუნდის კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი და დემურ ეფრემიძე შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში თამაშს ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე და გიორგი სინაურიძე იწყებენ.
მარქაფაში ერთი დებიუტანტია - „შავი ლომის“ კვართით პირველ თამაშს ჩაატარებს ბურჯი გიგა კობახიძე. სასტარტოდან მარქაფაში გადაინაცვლა ასევე ბურჯმა კახაბერ დარბაიძემ, კვაჭის პოზიციაზე კი შეცვლაზე თამაზ ჭამიაშვილი შევა. 23-კაციან განაცხადში კვლავ ვიხილავთ გუგა ღანიაშვილს, გიორგი კერვალიშვილს, გიორგი სპანდერაშვილს და ზაურ ლუტიძეს. ასევე შეცვლაზეა ზემოთ ნახსენები შალვა აფციაური.
2025/2026 წლების ჩელენჯ თასი
პირველი ჯგუფი. მესამე ტური
10 იანვარი. შაბათი. 17:00 (საქ. დრო)
მონტობანი. „სტად საპიაკი“
შავი ლომი (საქართველო) - მონტობანი (საფრანგეთი)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1.ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. გიგა კობახიძე, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. შალვა აფციაური.
წყარო: Rugby.ge