ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

როგორია სენტ-ეტიენის პოზიცია | დავითაშვილს ფენერბაჰჩეც აკვირდება

„სენტ-ეტიენის“ ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი, ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრშია. 24 წლის გარემარბის გარშემო შექმნილ ვითარებას Footmercato-მ სტატია მიუძღვნა და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ადასტურებს, რომ დავითაშვილს „ევერტონი“ და „ბენფიკა“ აკვირდებიან. „კანფეტებისა“ და „არწივების“ გარდა, ზურიკო „ფენერბაჰჩეს“ რადარზეც მოექცა, ხოლო „ბეშიქთაში“ მის კანდიდატურას დიდი ხანია განიხილავს. Footmercato „სენტ-ეტიენის“ გეგმებზეც წერს და აღნიშნავს, რომ „მწვანეებს“ დავითაშვილის გაშვება არ სურთ.

„სარფიანი შეთავაზებების მიუხედავად, სენტ-ეტიენის პოზიცია უცვლელი რჩება. კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი ფეხბურთელის იანვარში გაყიდვას კატეგორიულად გამორიცხავს. სენტ-ეტიენში მიაჩნიათ, რომ ლიგა 1-ის საგზურისთვის ბრძოლაში დავითაშვილი საკვანძო ფიგურაა.

დაძაბულობა საწყის ფაზაშია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელსა და მის წარმომადგენლებს კლუბისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. მწვანეების გულშემატკივრებისთვის იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ძალიან გრძელი იქნება“, — წერს Footmercato.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო ბომბარდირია. ზურიკოს 16 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკო მოურინიოსთან? - დავითაშვილი პორტუგალიელების და ინგლისელების სამიზნეა
ზურიკო მოურინიოსთან? - დავითაშვილი პორტუგალიელების და ინგლისელების სამიზნეა