ენტონი ედვარდსი
Aa
Aa

1200-ზე მეტი ქულა - ენტონი ედვარდსის რეკორდი

ენტონი ედვარდსი NBA-ს ისტორიაში საინტერესო მიღწევით შევიდა. „მინესოტას“ ლიდერი გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველი 25-წლამდე ასაკის კალათბურთელი, რომელმაც სამქულიანებით 1200-ზე მეტი ქულის დაგროვება მოახერხა. დასამახსოვრებელი რეკორდი მან „ვაშინგტონთან“ მატჩში დაამყარა, რომელიც „ტიმბერვულვზმა“ 141:115 მოიგო.

„ვიზარდსთან“ თამაშში 24 წლის ედვარდსმა 30 წუთში თავი 35 ქულას, 6 მოხსნას, 3 ასისტსა და 4 ჩაჭრას მოუყარა. პერიმეტრიდან ათიდან ექვსი ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან კი თერთმეტი ტყორცნიდან კალათში რვა მოათავსა. ამავე მატჩში ედვარდსმა ოთხიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ოთხჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო, ხოლო მოხსნა ექვსივე შემთხვევაში დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა.

ცნობისათვის, „მინესოტას“ მცველი წლევანდელ სეზონში საშუალოდ 29,5 ქულას, 5 მოხსნასა და 3,7 ასისტს აგროვებს, ხოლო „ტიმბერვულვზი“ 23 მოგებითა და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის სუსტი მატჩი ყოფილ გუნდთან - ორლანდომ ინდიანას მოუგო
ბითაძის სუსტი მატჩი ყოფილ გუნდთან - ორლანდომ ინდიანას მოუგო