ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

შესაძლოა, ხვიჩამ ითამაშოს | ენრიკემ სამატჩო განაცხადში შეიყვანა

ლიგა 1-ის მე-17 ტურში პსჟ პარიზულ დერბიში „პარიზს'' მიიღებს. ფრანგი ჟურნალისტი არტურ პერო იუწყებოდა, რომ პსჟ-ს 24 წლის ქართველმა შემტევმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც გუშინდელი საწვრთნელი პროცესი გამოტოვა და ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა, თუმცა პსჟ-მ დღეს გამოაქვეყნა განაცხადი, რომელშიც ქართველის გვარი ფიგურირებს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 14 მატჩში (685 წუთი) 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ლიგა 1-ში სეზონის პირველი გოლი მე-12 ტურში „ლიონს'' შეუგდო, მე-15 ტურში „რენისთან'' 2 გოლით დაეხმარა გუნდს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში პსჟ „პარკ დე პრენსზე'' „პარიზს'' მიიღებს. მატჩი 4 იანვარს, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკო გოლის გატანასთან ახლოს იყო | სენტ-ეტიენმა ქულები დაკარგა
ზურიკო გოლის გატანასთან ახლოს იყო | სენტ-ეტიენმა ქულები დაკარგა