დუშან ვლაჰოვიჩი შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს | Marca
„ბარსელონა“ „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს იჩენს.
25 წლის სერბი ფეხბურთელის კონტრაქტი ტურინულ კლუბთან ამ სეზონის ბოლოს იწურება.
როგორც გამოცემა Marca-ს წერს, კატალონიელები განიხილავენ მოთამაშის გაფორმებას ან ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ან ზამთარში - სიმბოლურ ფასად.
„ბარსა“ ეძებს ფეხბურთელებს, რომლებიც პოტენციურად შეძლებენ რობერტ ლევანდოვსკის შეცვლას, რომლის მომავალიც კლუბში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი, ფერან ტორესს მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევს, კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, „ტოპ-კლასის“ ფორვარდის დამატება სურს.
ვარაუდობენ, რომ „ბარსელონას“ შეუძლია ვლაჰოვიჩს კარგი ხელფასი შესთავაზოს, თუმცა ის უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ის ანაზღაურება, რომელსაც ფეხბურთელი „იუვენტუსში“ იღებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, 25 წლის სერბმა 17 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.
გეტყვით ასევე, რომ Transfermartkt-ზე ვლაჰოვიჩის საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროა. ის ტურინელების შემადგენლობაში 2022 წლიდან თამაშობს.