ტრავმის გამო, ვლაჰოვიჩი რამდენიმე თვეს გამოტოვებს
ტრავმის გამო, „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა, შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდი გამოტოვოს.
სერბმა ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის კუნთი დააზიანა სერია A-ს მე-13 ტურის მატჩში „კალიარის“ წინააღმდეგ (2:1). ის შეხვედრის 31-ე წუთზე შეცვალეს.
დღეს ტურინულმა კლუბმა განაცხადა, რომ მოთამაშეს მყესის კუნთის მძიმე დაზიანება აქვს.
როგორც Sky Sport-ი წერს, ასეთი ტრავმების შემდეგ აღდგენას, ჩვეულებრივ, 3-დან 5 თვემდე სჭირდება. შემდგომი გამოკვლევები აჩვენებს, იქნება თუ არა საკმარისი კონსერვატიული მკურნალობა თუ ქირურგიული ჩარევა გახდება საჭირო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, 25 წლის სერბმა 17 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.
გეტყვით ასევე, რომ Transfermartkt-ზე ვლაჰოვიჩის საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროა. ის ტურინელების შემადგენლობაში 2022 წლიდან თამაშობს.