ნემანია მატიჩი, გრანიტ ჯაკა, შერდან შაქირი
Aa
Aa

„თუ, ასე ძალიან უყვართ ალბანეთი, მაშინ იქ რატომ არ თამაშობენ?“ - მატიჩი ჯაკა-შაქირიზე

„სასუოლოს“ სერბმა ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა, შერდან შაქირისა და გრანიტ ჯაკას პოლიტიკურ ჟესტებზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.

შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის წინააღმდეგ გატანილი გოლების აღნიშვნისას (2:1) ალბანური არწივის სიმბოლო გამოსახეს, რასაც ადგილზევე დაპირისპირება მოჰყვა.

„მათ, როგორც ფეხბურთელებს, პატივს ვცემ. პრემიერ ლიგაში მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია. თუმცა, ასეთი წვრილმანებით ისინი იაფფასიან პოლიტიკურ ქულებს იწერენ.

როგორც ჩანს, ორივენი შვეიცარიაში გაიზარდნენ. ასეთი საქციელით თქვენ იმ ქვეყნის მიმართ არ გამოხატავთ პატივისცემას, რომლის სახელითაც გამოდიხართ. თუ ალბანეთი ასე ძალიან გიყვართ, რატომ არ თამაშობთ მისთვის? აი, ჩემი კითხვა.

შეიძლება რამდენიმე ქვეყანა გიყვარდეს, ეს პრობლემა არ არის. მე მიყვარს სერბეთი, ეს ჩემი ქვეყანაა. ასევე მიყვარს ინგლისი, იქ ბევრი დრო გავატარე. მაგრამ არასდროს ვიტყვი, რომ ინგლისი სერბეთზე მეტად მიყვარს. ადამიანი პატიოსანი უნდა იყო.

ჯაკას წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და პრობლემა არასდროს მქონია. ჩვენ ყოველთვის ვართმევდით ერთმანეთს ხელს. ის კარგი მოთამაშეა, ისევე როგორც შაქირი. მაგრამ მე არასდროს გავაკეთებდი რაღაცას ვინმეს პროვოცირებისთვის. მე ყველას პატივს ვცემ“,

– თქვა მატიჩმა FourFourTwo-სთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები