რუბენ ამორიმი
Aa
Aa

„ეს გადაწყვეტილება მედიის და გულშემატკივრების გამო არ მიმიღია“ - ამორიმმა ტაქტიკურ სქემაზე ილაპარაკა

 „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა გუნდის სათამაშო სქემის ცვლილებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გააზიარა.

პრემიერ ლიგის გასულ მატჩში „ნიუკასლის“ წინააღმდეგ (1:0), პორტუგალიელმა სპეციალისტმა სამი მცველის ნაცვლად, ოთხმცველიან სისტემაზე გამოიყენა.

„როდესაც გუნდი გასული სეზონის მიმდინარეობისას ჩავიბარე, მესმოდა, რომ შესაძლოა არ მყავდა იმ სისტემისთვის (სამი მცველით) შესაფერისი მოთამაშეები, თუმცა ეს პროცესის დასაწყისი იყო. ჩვენ ვცდილობდით საკუთარი იდენტობის შექმნას. ახლა სხვა სიტუაციაა. ბევრი მოთამაშე არ გვყავს და ადაპტირება გვჭირდება, რათა ფეხბურთელებმა გაიგონ, თუ რატომ შეგვაქვს ცვლილებები. ეს გადაწყვეტილება მედიის ან გულშემატკივრების ზეწოლის გამო არ მიმიღია. როდესაც მედია მუდმივად სქემის შეცვლაზე საუბრობს, მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ფეხბურთელები იფიქრებენ, რომ ცვლილებებს წნეხის გამო ვაკეთებ - ასეთ შემთხვევაში კი მწვრთნელისთვის ყველაფერი დასრულებულია. როდესაც ჩვენი სისტემით კარგად ვთამაშობთ, აი, სწორედ მაშინ არის საჭირო რაღაცის შეცვლა. ჩვენ უკეთესები გავხდებით, რადგან, როდესაც ყველა მოთამაშე დაბრუნდება, მუდმივად სამი მცველით აღარ ვითამაშებთ“, - განაცხადა რუბენ ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ „წითელი ეშმაკები“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-6 ადგილს იკავებენ.

გეტყვით ასევე, რომ რუბენი ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წლის 1-ელ ნოემბერს დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკომპრომისო თამაშით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა | BILD-ი ლოჩოშვილზე
უკომპრომისო თამაშით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა | BILD-ი ლოჩოშვილზე