ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

საიმედო იყო, თუმცა ერთხელ უხეშად შეცდა | ლოჩოშვილის გუნდის გამარჯვება

ბუნდესლიგა 2-ის მე-17 ტურში „ნიურნბერგმა'' შინ „ჰანოვერს'' 2:1 მოუგო. მე-19 წუთზე „ჰანოვერმა'' ანგარიში გახსნა, „ნიურნბერგის'' დაცვის ხაზი ჩავარდა, მაგრამ შემდეგ კლოზეს გუნდმა თამაში გამოასწორა, რაფაელ ლუბახისა და მოჰამედ ალი ზომას გოლებით თამაში შემოატრიალა და 3 ქულა მოიპოვა.

მე-6 წუთზე ლუკა ლოჩოშვილი საკუთარ საჯარიმოში შეცდა, მის ზურგს უკან მყოფი მეკარისთვის ან მარჯვნივ მდგომი მცველისთვის პასის გაკეთება შეეძლო, თუმცა მოტყუებაზე წავიდა და საკუთარ საჯარიმოში ბურთი დაკარგა. „ნიურნბერგის’’ მეკარემ გუნდი გოლისგან იხსნა. მცველმა საკუთარ საჯარიმოში ასეთი რისკიანი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, თუმცა საერთო ჯამში ლუკამ კარგად ითამაშა, დაცვაში საიმედო იყო, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნულ მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც BILD-მაც დაწერა: „სტუმრებისთვის ბრწყინვალე შანსი დაწინაურებისათვის! ლოჩოშვილი საკუთარ საჯარიმოში სრულიად გაუმართლებლად მოქმედებს, კარგავს ბურთს, თუმცა მეკარე რაიხერტის წყალობით ეს შეცდომა 0:1-ად არ იქცა''.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ცენტრალური მცველი „ნიურნბერგს’’ გასულ ზაფხულში შეუერთდა, გუნდთან კარგად ადაპტირდა, მიროსლავ კლოზეს გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულია. მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილმა ბუნდესლიგა 2-ში 16 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში, მხოლოდ ერთხელ შეცვალეს), მის აქტივში გოლი („ფიურტთან’’) და საგოლე პასია („კაიზერთან’’).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელებში გამარჯვების წყურვილი აღარ ჩანდა | კობიაშვილმა წელი ნეგატიურად შეაფასა
ფეხბურთელებში გამარჯვების წყურვილი აღარ ჩანდა | კობიაშვილმა წელი ნეგატიურად შეაფასა