2026-ის მუნდიალის ფინალის ბილეთები 7-ჯერ ძვირია, ვიდრე 2022 წელს იყო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება გულშემატკივრების მხრიდან კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა.
BBC-ის ცნობით, ფინალურ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ფასი (ყველაზე შეღავათიანი ფასიდან) 4185 დოლარიდან იწყება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალთან შედარებით, 2026-ის ფინალის ბილეთები 7-ჯერ უფრო ძვირი იქნება. კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა-საფრანგეთის მატჩის ბილეთების ფასი 600 დოლარიდან იწყებოდა.
რაც შეეხება სხვა მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასებს: ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ხმაურიან შეხვედრად ინგლისი ხორვატია არის მიჩნეული - ბილეთის ფასი 265 დოლარიდან დაიწყება. 1/4-ფინალური ეტაპებიდან ფასები 680 დოლარიდან იქნება. ნახევარფინალებზე 920 დოლარიდან.
ორგანიზაცია „ევროპის ფეხბურთის გულშემატკივრებმა“ FIFA-ს დაუყოვნებლივ მოსთხოვეს ბილეთების ფასების გადახედვა და მსოფლიო ჩემპიონატის ტრადიციებისთვის პატივის ცემა.