მოჰამედ სალაჰი, არნე სლოტი
Aa
Aa

„მოს დღეს დაველაპარაკები“ - ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა სალაჰი ბრაიტონთან

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა კონკრეტული პასუხი არ გასცა შეკითხვას, ითამაშებს თუ არა მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგის მატჩში, „ბრაიტონის“ წინააღმდეგ.

ნიდერლანდელ სპეციალისტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ითამაშა თუ არა ვინგერმა უკვე თავისი ბოლო მატჩი „ლივერპულისთვის“. ეგვიპტელი გუნდის განაცხადში არ იმყოფებოდა ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში „ინტერის“ (1:0) წინააღმდეგ.

„ლივერპული“ და „ბრაიტონი“ ერთმანეთს 13 დეკემბერს, პრემიერ ლიგის მე-16 ტურის მატჩში დაუპირისპირდებიან.

„მე დღეს დაველაპარაკები მოს. ამ საუბრის შედეგი განსაზღვრავს, როგორ წავიწევთ წინ. მე მჭირდება მასთან საუბარი. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ამ საუბრის შედეგზე იქნება დამოკიდებული, რას მივიღებთ ხვალ. ჩვენ ბევრი ვიკონტაქტეთ გასულ კვირას – „სანდერლენდთან“ თამაშის შემდეგ. ბევრი საუბარი შედგა მის წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის, მასსა და ჩემს შორის“, – განაცხადა არნე სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ მო „წითლებში“ 2017 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში, მან გუნდთან ერთად, 7 ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ინგლისურ კლუბში ის „რომადან“ გადავიდა.

გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში, სალაჰმა მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომელ ადგილზეა ხვიჩა | ყველაზე მაღალი შეფასების მქონე გარემარბები ლიგაზე
რომელ ადგილზეა ხვიჩა | ყველაზე მაღალი შეფასების მქონე გარემარბები ლიგაზე