კილიან მბაპე
Aa
Aa

სიტისთან მისი თამაში საეჭვოა | მბაპემ რეალის ბოლო ვარჯიში გამოტოვა

„რეალი“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. ჩაბი ალონსოს ბიჭები „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდებიან და არის შანსი, „ბლანკოსს“ „ქალაქებთან“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კილიან მბაპე ვერ დაეხმაროს.

ფრანგმა სუპერვარსკვლავმა „რეალის“ ბოლო ვარჯიში გამოტოვა და Marca-ს ინფორმაციით, მისი თამაში ძალიან საეჭვოა. მბაპეს ხელის მოტეხილი თითი და მარცხენა ფეხის კუნთის დისკომფორტი აწუხებს, თუმცა სამედიცინო შტაბს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მბაპეს თამაში გამორიცხული არ არის, მაგრამ ვერდიქტი თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე იქნება გამოტანილი. თუ კილიანმა მოედანზე გასვლა შეძლო, მისი სათამაშო დრო ლიმიტირებული იქნება. „მისი თამაში სერიოზული რისკის ქვეშ დგას... და თუ ითამაშა, ლიმიტირებული დრო ექნება“, - უდასტურებს Marca-ს კლუბთან დაახლოებული წყარო.

მბაპე ერთადერთი არაა, ვინც „რეალის“ ბოლო ვარჯიში გამოტოვა. კილიანის გარდა, პრობლემები ედუარდო კამავინგასაც აქვს და დიდი შანსია, „მანჩესტერ სიტისთან“ მანაც ვერ ითამაშოს. „თეთრებისა“ და „ქალაქელების“ დაპირისპირება 10 დეკემბერს გაიმართება და მატჩი თბილისის დროით, 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის Pound-for-pound რეიტინგი განახლდა | რომელ ადგილზეა დვალიშვილი
UFC-ის Pound-for-pound რეიტინგი განახლდა | რომელ ადგილზეა დვალიშვილი