Aa
Aa

სკანდალი საბერძნეთში - "პაოკის" პრეზიდენტი მოედანზე იარაღით შეიჭრა

საბერძნეთის სუპერ ლიგის 25-ე ტურის მთავარი მატჩი „პაოკსა“ და „აეკს“ შორის იმართებოდა. „აეკი“ თამაშს ჩემპიონატის ლიდერის რანგში ხვდებოდა და იმავე „პაოკს“ 2 ქულით უსწრებდა.

შეხვედრის 90-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, „პაოკს“ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმეს, რასაც არეულობა მოჰყვა - მოედანზე "პაოკის" პრეზიდენტი ივან სავიდისი შეიჭრა, რომელიც გოლის არ ჩათვლის შემთხვევაში, მსაჯებსა და მეტოქის ერთ-ერთ წარმომადგენელს მოკვლით დაემუქრა.

თამაში შეწყდა და საბოლოო შედეგი არ დაფიქსირებულა, ხოლო სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ასევე ირკვევა ისიც, რომ მეტოქე გუნდი - "აეკი" "ფიფაში" ჩივილს აპირებს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სავიდისი საქართველოში, კონკრეტულად წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ბერძნულ სოფელში გახლავთ დაბადებული.

მის ბიოგრაფიაში მუქი სიმბოლოებით წერია, რომ ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარია, ხოლო 90-იანი წლების ბოლოდან პოლიტიკაშიც ჩაერთო. სავიდისი 1998 წლიდან ჯერ როსტოვის ოლქის მთავრობაში მუშაობდა (სკოლა სწორედ როსტოვში დაამთავრა), 2003-2011 წლებში კი რუსეთის მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები