მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები | Opta-ს მიხედვით ყველაზე კარგი შანსი ესპანეთს აქვს
ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა. Opta-ს მიხედვით, მუნდიალის მოგების ყველაზე კარგი შანსი ესპანეთის ნაკრებს აქვს, რომელიც პირველ ადგილს იკავებს - 17 პროცენტი.
მეორე ადგილზე საფრანგეთი იმყოფება. Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, „სამფეროვნების“ ჩემპიონობის შანსი 14.1 პროცენტია, ხოლო მესამე პოზიციას ინგლისი იკავებს - 11.8%. მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები მეოთხე ადგილზეა და Opta ვარაუდობს, რომ „ალბისელესტეს“ ტიტულის შენარჩუნების 8.7-პროცენტიანი შანსი აქვს.
მეხუთე პოზიციაზე გერმანია გახლავთ, რომლის წარმატების ალბათობასაც სტატისტიკური პორტალი 7.1 პროცენტით აფასებს. კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია მეექვსე ადგილზეა - 6.6%. „სელესაოს“ შემდეგ ბრაზილია (5.6%), ნიდერლანდები (5.2%), ნორვეგია (2.3%) და კოლუმბია (2.0%) მოდიან.
მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება 5 დეკემბერს გაიმართება და ნაკრებები 4 კალათაში გადანაწილდნენ. ტურნირზე 12 ჯგუფი შეიქმნება და მუნდიალზე ერთ საინტერესო ცვლილებას ვიხილავთ: FIFA-ს რეიტინგის პირველი ოთხი ნომერი — ესპანეთი (პირველი), არგენტინა (მეორე), საფრანგეთი (მესამე) და ინგლისი (მეოთხე) — პლეიოფის სატურნირო ბადის სხვადასხვა მხარეს მოხვდებიან, თუ ჯგუფებს მოიგებენ.