ლიონელ მესი, კევინ-პრინს ბოატენგი
Aa
Aa

„მესის უნდა დაველაპარაკოთ და ეს თემა განვიხილოთ“ | ბოატენგმა ბარსაში ტრანსფერი გაიხსენა

2019 წელს კევინ-პრინს ბოატენგი „ბარსელონაში“ იჯარის წესით გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ბოატენგი Unscripted-ის პოდკასტის სტუმარი იყო და საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც სწორედ „ბლაუგრანაში“ მის ტრანსფერს უკავშირდება.

„ბარსელონაში ჩემს გადასვლამდე, კლუბს ორი სპორტული დირექტორი ჰყავდა. ერთ-ერთი ერიკ აბიდალი იყო და მან მითხრა, რომ „ბარსელონას“ ჩემთან კონტრაქტის გაფორმება სურდა. შემდეგ მეორე სპორტულმა დირექტორმაც იგივე მითხრა. ამის შემდეგ პრეზიდენტი და მწვრთნელიც დამიკავშირდნენ და მითხრეს: „კი, გვინდა, ჩვენს გუნდში გიხილოთ.“

ვუპასუხე: „შესანიშნავია, ხვალ კონტრაქტს ხელი მოვაწეროთ.“ რაზეც მითხრეს, რომ ჯერ ლეო მესის უნდა დალაპარაკებოდნენ. სერიოზულად გეუბნებით. ვკითხე, რაზე უნდა ილაპარაკოთ-მეთქი და მითხრეს, რომ ტრანსფერის დახურვამდე გარიგება მესისთან უნდა განიხილონ. აი, ასეთი გავლენა ჰქონდა ლეოს. იმ საღამოს, დაძინებამდე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მესის მოვწონებოდი და თანხმობა ეთქვა.“

ცნობისთვის, ბოატენგი საბოლოოდ „ბარსელონაში“ მაინც გადავიდა და „ბლაუგრანას“ მაისურით ოთხი შეხვედრა ჩაატარა. განელ ფეხბურთელს მესისთან ერთად მოედანზე მხოლოდ 60 წუთი აქვს გატარებული და შედეგიანი გადაცემა არ დაუფიქსირებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონთა ლიგის დონის მატჩი იქნება“ - ლუის ენრიკე მონაკოზე
„ჩემპიონთა ლიგის დონის მატჩი იქნება“ - ლუის ენრიკე მონაკოზე