New Way - ახალი სააგენტო, რომელიც ქართველ ტალანტებს ტოპ-ლიგებში გადასვლაში დაეხმარება
Aa
Aa

New Way - ახალი სააგენტო, რომელიც ქართველ ტალანტებს ტოპ-ლიგებში გადასვლაში დაეხმარება

საქართველოში ახალი საფეხბურთო სააგენტო, New Way დაფუძნდა, რომელიც ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ევროპის წამყვან ჩემპიონატებში კარიერის გაგრძელებაში დაეხმარება.

New Way ევროპაში წამყვან იტალიურ სააგენტო First-თან ითანამშრომლებს. პარალელურად, First-ის წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში სისტემატურად ჩამოვლენ, ქართველ ტალანტებს დააკვირდებიან და ევროპის მასშტაბით, ტოპ ჩემპიონატებში გზის გაკვალვაში დაეხმარებიან, ეს კი საქართველოში New Way-ის უშუალო ჩართულობით მოხდება. First-სა და New Way-ის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე ოფიციალურად გაფორმდა.

ახალი საფეხბურთო სააგენტოს პრეზენტაციას ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, „მილანის“, „ინტერისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი მცველი, ფრანჩესკო კოკო ესწრებოდა, რომელიც ამავდროულად First-ის წარმომადგენელიცაა. კოკოს 2000-2002 წლებში იტალიის ნაკრების მაისურით 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

საგულისხმოა, რომ სხვადასხვა წლების განმავლობაში First-ი ევროპული კარიერის მოწყობაში ისეთ ფეხბურთელებს დაეხმარა, როგორებიც არიან ალისონ ბეკერი, ალვარო მორატა, დანი ოლმო, იოშკო გვარდიოლი, ფრანჩესკო აჩერბი, ნიკოლო ძანიოლო, რაულ ალბიოლი და სხვები. სააგენტოს ევროპის ტოპ ჩემპიონატებში 100-ზე მეტი გარიგება აქვს განხორციელებული.

სააგენტოს გეგმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ სიუჟეტიდან შეიტყობთ:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები