ფლიკი: “კამპ ნოუზე თამაში ყველასთვის დამატებითი მოტივაციაა“
დიდი პაუზის შემდეგ, ბარსელონა კამპ ნოუზე დაბრუნდა, სადაც ლა ლიგის მორიგ ტურში ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლა. კატალონიურმა გრანდმა 4:0 მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ფლიკი:
„ბედნიერი ვარ, რადგან ყველაფერი კარგად წავიდა. მატჩს ვაკონტროლებდით და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. გოლის არ გაშვება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი 3 ქულაა. ატლეტიკი კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც მაღალ პრესინგს თამაშობს.
კამპ ნოუზე დაბრუნება განსაკუთრებული შეგრძნება იყო. მიხარია, რომ დღეს გავიმარჯვეთ. რობერტ ლევანდოვსკი არის ფეხბურთელი, რომელიც მუდამ იტანს გოლს, როცა შანსს იღებს. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტიტული? ვფიქრობ, ეს პირველი ნაბიჯი იყო. შეგვიძლია კამპ ნოუს ატმოსფერო ვიგრძნოთ. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ.
თავს ოპტიმისტურად ვგრძნობ. ვენდობი და მჯერა ჩემი გუნდის. ვფიქრობ, ძალიან მაღალი კლასის შემადგენლობა მყავს. ყველას უნდა, რომ 100%-ით დაიხარჯოს და ეს მწვრთნელს საქმეს უადვილებს. კამპ ნოუზე თამაში ყველა ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაციაა.“
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ბარსელონა რეალს ქულების მიხედვით გაუთანაბრდა, თუმცა სამეფო კლუბს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. შემდეგ ტურში ბარსელონა ალავესს უმასპინძლებს, თუმცა იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსის ესტუმრება.