არნე სლოტი, დომინიკ სობოსლაი, ალექსანდრ ისაკი
Aa
Aa

„შვედეთმა ქულა აიღო და გასვლის შანსი აქვს“ - სლოტის თანაგრძნობა სობოსლაის

სანაკრებო ბატალიების შემდეგ ფეხბურთელები კლუბებს დაუბრუნდნენ და ბუნებრივია, ყველა მათგანი ერთსა და იმავე ხასიათზე ვერ იქნება. არსებობენ მოთამაშეები, რომელთა ქვეყნის ეროვნულმა გუნდებმაც 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს, არიან ისეთებიც, რომლებიც პლეი ოფის გზიდან ინარჩუნებენ მიზნის მიღწევის შანსს და კიდევ გახლავთ მესამე კატეგორია, რომელთაც მუნდიალზე მოხვედრის არანაირი შესაძლებლობაც არ ექნებათ. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება „ნოტინგემთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე „ლივერპულის“ ნიდერლანდელმა დამრიგებელმა არნე სლოტმა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მე ველაპარაკე არამხოლოდ დომინიკ სობოსლაის, არამედ მილოშ კერკეზსაც, რადგან გასული სანაკრებო მატჩები ორივესთვის დიდი იმედგაცრუება იყო. ისინი ახლოს იყვნენ პლეი ოფის საგზურის მოპოვებასთან და ეს ყველაფერი ხელიდან არბიტრის მიერ კომპენსირებული დროის კიდევ კომპენსირებულ დროში გაუშვეს.

წარმოიდგინეთ, ალექსანდრ ისაკის შვედეთის ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე ექვს შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და მსოფლიოზე მოხვედრის შანსები მაინც აქვს, რადგან ერთა ლიგა წარმატებულად ჩაატარეს, უნგრელები კი იმის გამო, რომ A ლიგაში იყვნენ,. მსგავსი შედეგი ვერ აჩვენეს და სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის XII ტურში „ლივერპული“ დღეს საკუთარ სტადიონზე „ნოტინგემ ფიორესტს“ უმასპინძლებს და როგორც სლოტმა განაცხადა, თუ ალისონი სათამაშოდ ბოლომდე მზად იქნება, ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად ბრაზილიელ მეკარეს დააყენებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა სასტარტოს მიღმა ? სლოტმა ალისონის დაბრუნება დააანონსა
მამარდა სასტარტოს მიღმა ? სლოტმა ალისონის დაბრუნება დააანონსა