ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

ინფანტინომ დაადასტურა - ტრამპი მუნდიალის მასპინძელი ქალაქების შეცვლას შეძლებს

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მომავალ წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანა შეეძლება, თუ ეს უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად იქნება საჭირო.

როგორც ცნობილია, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ისეთ ქალაქებში, რომლებსაც დემოკრატიული პარტიის წევრები მართავენ (მაგალითად, ბოსტონი, ლოს-ანჯელესი და სიეტლი), შესაძლოა უსაფრთხოების პრობლემები შეიქმნას და არაა გამორიცხული, რომ მუნდიალის მატჩების ამ ქალაქებიდან სხვა ლოკაციებზე გადატანა გახდეს აუცილებელი.

კერძოდ, ტრამპი ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უარს ამბობს ანტისაიმიგრაციო სამსახურთან (ICE) თანამშრომლობაზე.

„თუ ჩავთვლით, რომ რაღაც პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას, ვთხოვ ჯანის და მატჩებს სხვა ქალაქში გადავიტანთ. ახლა სიეტლში ულტრალიბერალი, კომუნისტი მერი აირჩიეს და თუ საჭირო გახდება, ამ ქალაქში გასამართ მატჩებს სხვაგან გავმართავთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა, რასთან დაკავშირებითაც იქვე მდგომმა ინფანტინომ დაამატა, რომ „წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტია“.

ცნობისთვის, 2022 წლის ივნისში ფიფამ გადაწყვიტა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს 16-მა ქალაქმა უნდა უმასპინძლოს (აშშ - 11, მექსიკა - 3, კანადა - 2). ჯერჯერობით უცნობია, რა ვადებში შეიძლება მიიღოს ტრამპმა ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, ეს აუცილებლად გაზრდის ფინანსურ ხარჯებს როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე მონაწილე გუნდებისთვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფა ჩემპიონატის მატჩების სხვა ქვეყანაში ჩატარების აკრძალვას აპირებს
ფიფა ჩემპიონატის მატჩების სხვა ქვეყანაში ჩატარების აკრძალვას აპირებს