კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ფიფას მიმართავენ | ცდილობენ რონალდუს გრძელი დისკვალიფიკაცია არ მისცენ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ წითელი ბარათი მიიღო. პორტუგალიის ნაკრები ირლანდიასთან 0:2 დამარცხდა და რონალდუ სწორედ იმ მატჩში, მეტოქისთვის ზურგში იდაყვის ჩარტყმის გამო გააძევეს.

A Bola-ს ინფორმაციით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს, რომ რონალდუმ მინიმალური დისკვალიფიკაცია მიიღოს. ფედერაცია მზად არის, ფიფას დაუკავშირდეს და ორგანიზაციას მოელაპარაკოს, რომ რონალდუს მხოლოდ ერთი მატჩის გამოტოვება მოუწიოს.

როგორც A Bola წერს, პორტუგალიის ფედერაციის პრეზიდენტი, პედრუ პროენსა, საქმეში უშუალოდ არის ჩართული. პორტუგალიური მხარე რამდენიმე არგუმენტის გამოყენებას აპირებს.

პირველი — დუბლინში არსებული მტრული ატმოსფერო, რომლის შექმნაშიც ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამონაწილეობდა. მან რონალდუს მსაჯების გაკონტროლებაში დასდო ბრალი. მეორე — რონალდუს მთელი მატჩის განმავლობაში ხელით იჭერდნენ, რამაც მისი პროვოცირება მოახდინა და კრიშტიანუს ასეთი რეაქცია გამოიწვია. და მესამე — რონალდუმ სანაკრებო შეხვედრებში პირველი წითელი ბარათი მიიღო.

ცნობისთვის, არსებობს შესაძლებლობა, რომ კრიშტიანუს ორი ან სამი მატჩის გამოტოვება მოუწიოს. ეს ნიშნავს, რომ თუ პორტუგალია ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა, რონალდუ მუნდიალის ორ შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მოიგო, P4P რეიტინგში პირველზე გადავა?“ | რას ამბობს უაითი მახაჩევზე
„თუ მოიგო, P4P რეიტინგში პირველზე გადავა?“ | რას ამბობს უაითი მახაჩევზე