25-წლიანი პაუზის შემდეგ - ქოვენთრი ლამპარდმა პრემიერ ლიგაში დააბრუნა
ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში ფრენკ ლამპარდის ქოვენთრი ბლექ ბერნს ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ეს შედეგი კი ჩელსის ყოფილი ფეხბურთელის გუნდისთვის პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად საკმარისი აღმოჩნდა.
ამ მომენტისთვის, ქოვენთრის 86 ქულა აქვს და სხვა ვერცერთი გუნდი ვეღარ დაეწევა. მეორე პოზიციაზე 76 ქულით მილუოლი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ქოვენთრი პრემიერ ლიგაში უკანასკნელად 25 წლის წინ თამაშობდა. 25-წლიანი ლოდინი დასრულდა, ლამპარდმა გულშემატკივრებს ოცნება აუსრულა.
ჩემპიონობის შემდეგ, ინგლისელმა ყოფილმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:
„მთელი პერსონალით და ყველა ფეხბურთელით ძალიან ამაყი ვარ. ეს მიღწევა ჩემთვის ისეთივე ტკბილია, როგორც ჩელსისთან ერთად მოგებული ტიტულები.“
შეგახსენებთ, რომ ქოვენთრიმ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით 43 ჩატარებულ შეხვედრაში 25-ჯერ იზეიმა გამარჯვება. 7-ჯერ დამარცხდა და 11 ფრეს დასჯერდა.
???????????????????????????? 25 YEARS LATER... COVENTRY IS BACK!
— Sottoporta (@Sottoporta_ICI) April 18, 2026
✍️ @Tellan94366306
Nello specchietto stavano spuntando dei fantasmi, delle entità spaventose che minacciavano la serenità di un gruppo che ha dominato uno dei campionati più difficili del mondo.
Quel gruppo ce l’ha fatta, il Coventry è… pic.twitter.com/hjW1Vi3erN