დონალდ ტრამპი
Aa
Aa

შეწყალება ტრამპისგან - ტოტენჰემის მფლობელი პატიმრობას გადაურჩა

ცნობილმა ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯო ლუისმა, რომლის ოჯახიც ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ტოტენჰემის“ უმსხვილესი აქციონერია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან დონალდ ტრამპისგან ოფიციალური შეწყალება მიიღო. გასულ წელს ლუისმა ფასიანი ქაღალდების თაღლითობაში თავი დამნაშავედ ცნო, რისთვისაც 3.8 მილიონი ფუნტის ჯარიმა გადაიხადა და სამწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავდაპირველად ლუისი ყველანაირ ბრალდებას უარყოფდა, თუმცა ადვოკატებთან გასაუბრების შემდეგ, რომლებმაც დაარწმუნეს, რომ მონანიებისა და აღიარების შემთხვევაში პატიმრობას გადაურჩებოდა, გადაწყვიტა გამოძიებასთან ეთანამშრომლა. ახლა, როდესაც 88 წლის ბიზნესმენმა ტრამპისგან შეწყალება მიიღო და ფეხბურთში საქმიანობის უფლებაც აქვს, პენსიაზე გასული უკან დაბრუნებას მაინც არ აპირებს.

ცნობისათვის, საკუთარი ოჯახის წევრებს „ტოტენჰემის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი 2022 წელს გადასცა, 2023 წელს კი მისი ქონება 5 მილიარდ ფუნტად შეფასდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის ყოფილმა მსაჯმა, ბავშვთან დაკავშირებული უხამსი ვიდეოს საქმეზე დანაშაული აღიარა
პრემიერ ლიგის ყოფილმა მსაჯმა, ბავშვთან დაკავშირებული უხამსი ვიდეოს საქმეზე დანაშაული აღიარა