რამაზ სვანაძე
Aa
Aa

გამოუყენებელი პენალტი | 21-წლამდე ნაკრებმა საბერძნეთთან 0:3 წააგო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად დამარცხდა. რამაზ სვანაძის გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდა და სატურნირო ცხრილის ლიდერთან 0:3 წააგო.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა პირველი ტაიმის შუაში უპირატესობა ბერძნებმა მოიპოვეს და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. მატჩში ანგარიში საწყისი ნახევრის ბოლოს გაიხსნა. დავით ბუკიამ მეტოქე საკუთარ საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც სტეფანოს ციმასმა გამოიყენა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე პაპუნა ბერუაშვილმა შეცდომა დაუშვა და ალექსის კალოგეროპულოსმა ბერძენთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

რამაზ სვანაძის გუნდმა მეორე ტაიმი უკეთესად ჩაატარა. 75-ე წუთზე, ლუკა წულუკიძემ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა და სამწუხაროდ, მისი დარტყმა ძელს მოხვდა. 3 წუთში ბერძნებმა მესამე გოლი გაიტანეს. სტანდარტულის შემდეგ, დიმიტრიოს კერამიცისმა თავით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

ამრიგად, 4 ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდს 5 ქულა აქვს და საბერძნეთს 7 ქულით ჩამორჩება. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს გამართავს და გერმანიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული და მნიშვნელოვანი თამაში გველოდება“ | ლუის დე ლა ფუენტეს პრესკონფერენცია
„რთული და მნიშვნელოვანი თამაში გველოდება“ | ლუის დე ლა ფუენტეს პრესკონფერენცია