ლივერპული, იურგენ კლოპი, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“შენ ყველას შთაგონება ხარ“ - კლოპმა გუარდიოლას მიმართა

პეპ გუარდიოლასთვის ლივერპულთან დაპირისპირებაში კარიერაში რიგით მე-1000 იქნება. მატჩის წინ, ესპანელმა სპეციალისტმა იურგენ კლოპზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ძალიან ენატრება.

საპასუხოდ კი ლივერპულის ყოფილმა დამრიგებელმა პეპს ვიდეო მიმართვა ჩაუწერა.

რას ამბობს კლოპი?

„რთულად დასაჯერებელია, რომ ასე ახალგაზრდა ხარ და უკვე ასეთ საოცარ ნიშნულს მიაღწიე. ალბათ არ არის საჭირო იმის თქმა, რომ მე ამ ნიშნულს 81 თამაშით ადრე მივაღწიე. ალბათ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა შენს წინ აღმოვჩნდი. მაგრამ არა უშავს..

ეს მილიონჯერ მითქვამს: უზარმაზარი სიამოვნება და პატივი იყო კარიერის განმავლობაში ასე ხშირად შენ წინააღმდეგ თამაში. ეს იყო ყველაზე რთული მატჩები, მაგრამ ასევე იყო ის თამაშები, რომლებიც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა, რადგან შენ იყავი და ხარ შთაგონება ჩვენთვის, ყველასთვის. შენი საფეხბურთო ცოდნა უნიკალურია, ხოლო ყოველდღიური მონდომება — სრულიად გამორჩეული.

კიდევ ერთ ლეგენდარულ კლუბს შეუერთდი — წინ კიდევ ერთი 1000-ისკენ!“

ცნობისთვის, იურგენ კლოპისა და პეპ გუარდიოლას გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 30-ჯერ დაუპირისპირდნენ. 12 მატჩი კლოპმა მოიგო, 7 ფრედ დასრულდა, ხოლო 11-ჯერ პეპმა იზეიმა გამარჯვება.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტის და ლივერპულის დაპირისპირება დღეს, 9 ნოემბერს არის ჩანიშნული და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები