გაგრა, დინამო თბილისი, ფოთის კოლხეთი, გარეჯი
Aa
Aa

დინამოს ზედიზედ მესამე გამარჯვება - კოლხეთმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXXII ტური დღეს დაიწყო და ორ მატჩში ხუთი გოლი გავიდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა „დინამო თბილისმა“ სტუმრად „გარეჯს“ 1:0 აჯობა და ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ხოლო სატურნირო ცხრილის აუტსაიდერმა „კოლხეთმა“ გასვლაზე „გაგრა“ 3:1 დაამარცხა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. გამარჯვების ბურთი ლუკა ლაცაბიძემ 72-ე წუთზე ირაკლი სირაძის პასით გაიტანა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველისთვის ეს არამხოლოდ „დინამოში“, არამედ მთლიანად კარიერაში პირველი გოლი იყო.

„გაგრა“ – „კოლხეთის“ შეხვედრაში დუბლი სანდრო ავალიანმა შეასრულა, ერთ შემთხვევაში კი ფოთის გუნდის ნიკოლას კაპანაძე გამოირჩა. მასპინძლების შემადგენლობაში პრესტიჟის ბურთი ვანდერსონის ანგარიშზეა, რომელმაც თავი მატჩის ბოლოს გამოიჩინა.

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXXII ტური ხვალ, „თელავი“ – „დილას“ (18:00), „იბერია“ – „სამგურალის“ (19:00) და „ტორპედო - „დინამო ბათუმის“ (20:00) მატჩებით დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
VAR-ი ჩაერთო და პენალტი სამჯერ გაუქმდა | ჯინჯოლავას შორეული გასროლა
VAR-ი ჩაერთო და პენალტი სამჯერ გაუქმდა | ჯინჯოლავას შორეული გასროლა